Belive

ხავი ბაიერნთან მატჩზე: ,,მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის დამარცხებას ვეცდებით''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, მიუნხენის ,,ბაიერნთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ნაგელსმანი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ,,ბაიერნი'' კი ბევრ ასპექტში გამოირჩევა. ძალიან დაძაბულ შეხვედრას ველოდები, ბურთის შენარჩუნებას ორივე გუნდი ეცდება, რაღაც მომენტებში აგრესიული ხერხებითაც კი...

ლევანდოვსკი მოტივირებულია, მან დაისვენა და ახლა თავს კარგად გრძნობს. ვფიქრობ, მისთვის ეს განსაკუთრებული საღამო იქნება.

ვეცდებით საკუთარი თვისებები მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან მოვიგოთ,'' - ხავის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ,,ბაიერნი'' ,,ბარსელონას'' უმასპინძლებს.

პირველ შეხვედრაში მიუნხენელებმა ,,ინტერს'' სტუმრად მოუგეს, ხავის გუნდმა კი შინ ,,პლზენი'' დაამარცხა.

სხვა სტატიები