Belive

ხავი - "ბარსას" გენერალურ მენეჯერად, კრუიფის შვილი კი - სპორტულ დირექტორად

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ბარსელონას" პრეზიდენტის არჩევნები 24 იანვარს ჩატარდება. მიმდინარე სეზონი "ბარსელონასთვის" საკმაოდ მძიმედ და დაძაბულად მიმდინარეობს. ასევე დაძაბულად მიმდინარეობს კლუბის პრეზიდენტობის პოსტისთვის ბრძოლაც. გუნდში რომ ყველაფერი რიგზე ვერაა და სიტუაციის გამოსწორება ჯერ ვერც კუმანმა შეძლო, ახალი ამბავი არაა. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში "ბარსამ" 15 ჩატარებული შეხვედრიდან მხოლოდ 7 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 4 წააგო. შესაბამისად სატურნირო ცხრილში 25 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ "ატლეტიკოს" მთელი 10 ქულით ჩამორჩება, თანაც მადრიდელებს 1 შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული. ხოსეპ მარია ბართომეუს მიერ “ბარსელონას” პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების შემდეგ 2021 წლის 24 იანვარს "ბარსელონას" პრეზიდენტობის არჩევნები ჩატარდება. რასაკვირველია, კანდიდატები საკუთარ კამპანიებს აწარმოებენ და გულშემატკივრებს სიტუაციის გამოსწორებას ჰპირდებიან. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ვიქტორ ფონტი გამარჯვების შემთხვევაში პირობას დებს, რომ "ბარსას" ყოფილი ლეგენდარული მოთამაშე ხავი კლუბის გენერალური მენეჯერის თანამდებობას დაიკავებს, ხოლო იოჰან კრუიფის შვილი იორდი კრუიფი სპორტული დირექტორი გახდება. ფონტის თქმით საკითხი უკვე შეთანხმებულია.
"ჩემი მიზანია, რომ გარანტირებული იყოს შეთანხმებული მუშაობა ყველა სფეროში. იორდი კრუიფი ხავის ოცნებაა სპორტული მენეჯმენტის მიმართულებით. ჩვენ მის დათანხმებაზე ვმუშაობთ". "ჩვენ არ გვჭირდება ისეთი მენეჯერები, რომლებიც გადაწყვეტილებას მიიღებენ საკითხებზე, რომლებიც მათ კომპეტენციაში არ შედის. ჩვენ ფსონს ვდებთ სტრუქტურაზე, სადაც ყველა განყოფილება ერთმანეთს ენდობა. ხელმძღვანელობაში იქნებიან ადამიანები, რომლებიც სპორტის სამყაროდან მოდიან და სხვადასხვა სფეროებში ერკვევიან",- აცხადებს ვიქტორ ფონტი.
40 წლის ხავი ამჟამად "ალ-სადის" მთავარი მწვრთნელია.

სხვა სტატიები