Belive

ხავი ბარსელონას მწვრთნელობისთვის ემზადება?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი, ხავი ერნანდესი გუნდის მწვრთნელობაზე ფიქრობს. ხავი ამჟამად ყატარული კლუბის, "ალ სადის" თავკაცია. კარიერაც ესპანელმა სწორედ ყატარში დაასრულა. მისი თქმით, შეუძლია ყოფილი თანაგუნდელების, ლიონელ მესის, სერხიო ბურკეტსისა და ლუის სუარესის მომზადება. ხავის სამომავლოდ "ბარსელონას" მწვრთნელობა სურს. ხავი ერნანდესი კატალონიურ გრანდში 17 სეზონის განმავლობაში თამაშობდა. მისი "ბარსელონური" კარიერა 1998 წელს დაიწყო და 2015 წელს დასრულდა. "ბარსელონას" მაისურით 767 მატჩი ჩაატარა და 85 ბურთი გაიტანა.

სხვა სტატიები