Belive

ხავი: "ბარსელონას ნეიმარის დაბრუნება გაუჭირდება"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ლეგენდარული ნახევარმცველი, ხავი ერნანდესი ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს. ხავის აზრით, "ბარსელონას" ნეიმარის დაბრუნდება გაუჭირდება.
"ახლა ნეიმარს დაბრუნება სურს, თუმცა ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება. ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით ბარსელონას გაუჭირდება ბრაზილიელის დაბრუნება. პსჟ-მ მასში 222 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ნეიმარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა ვნახოთ რას იზამს ბარსელონა" - განაცხადა ხავიმ.
ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა ანტუან გრიზმანის ტრანსფერთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.
"ის დიდებული ფეხბურთელია, ნამდვილი ვარსკვლავია. ჯერ ოფიციალურად გრიზმანი არ გადასულა ბარსელონაში, თუმცა ეს ტრანსფერი შედგება და ნამდვილად დიდებული იქნება" - აღნიშნა ხავიმ.

სხვა სტატიები