Belive

ხავი: "ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს არ ვიმსახურებთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა მისი გუნდი სასტიკად გააკრიტიკა.

გუშინდელ შეხვედრაში კატალონიელებმა "ინტერის" წინააღმდეგ ფრე, 3:3 ითამაშეს და ჯგუფიდან გასვლა ძალიან გაირთულეს. "ბარსელონა" საკმაოდ ახლოს იყო მარცხთან, თუმცა, ლევანდოვსკიმ ბოლო წუთზე მოახერხა და გუნდი წაგებას გადაარჩინა.

ხავი მისი გუნდის თამაშით იმედგაცრუებული იყო და ამას არც მალავდა:

"თუ შინ "ინტერს" ვერ ამარცხებ, ამ ტურნირზე დარჩენას არ იმსახურებ. დღეს ჩვენი შეცდომების გამო ვერ მივაღწიეთ სასურველ შედეგს. ძალიან იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ. ვიქნები თვითკრიტიკული და ვიტყვი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს არ ვიმსახურებთ. ეს მტკივნეულია, მაგრამ სიმართლეა."

xavi-herna-ndez-en-la-previa-del-bayern-vs-barc-a

"ბარსელონას" აუცილებლად სჭირდება ამ შოკიდან გამოსვლა, რადგან წინ ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის. ლა ლიგის მომავალ ტურში კატალონიელები "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალს" დაუპირისპირდებიან. გარდა იმისა, რომ ეს შეხვედრა ისტორიულადაც ძალიან დაძაბულია, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარეც დიდი მნიშვნელობა აქვს. ესპანეთის ჩემპიონატში "ბარსელონასაც" და "რეალსაც" 22-22 ქულა აქვთ და პირველ-მეორე ადგილს ინაწილებენ.

შეხვედრა კვირას, თბილისის დროით, 18:15 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები