Belive

ხავი დაურეგისტრირებელ ფეხბურთელებზე: ,,ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, ,,რაიო ვალეკანოსთან'' მატჩის წინ, გუნდის დაურეგისტრირებელ ფეხბურთელებზე ისაუბრა:
,,ამ თემაზე ვმუშაობთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. კლუბმა მეოთხე ბერკეტი გამოიყენა. ხვალ გავარკვევთ, შევძლებთ თუ არა მთელი ამ შემადგენლობის დარეგისტრირებას. ხვალამდე დრო გვაქვს და იმედს არ ვკარგავთ,'' - განაცხადა ხავიმ.
,,ბარსელონას” ლა ლიგაში ახალწვეულები ჯერჯერობით არ დაურეგისტრირებია.  Diario Sport-ის ცნობით, ტურნირში მონაწილეობისთვის კატალონიელებმა ამ ეტაპზე 17 მოთამაშე დაარეგისტრირეს, თუმცა მათ შორის რობერტ ლევანდოვსკი, ჟიულ კუნდე, რაფინია, ფრანკ კესი და ანდრეას კრისტენსენი არ არიან. შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ ვერც სერხი რობერტო და უსმან დემბელე, რომლებთანაც კლუბმა ახალი კონტრაქტები გააფორმა. ამავდროულად, ,,ბარსელონამ” დაარეგისტრირა ფეხბურთელები, რომლებსაც სათამაშო ნომერი არ აქვთ, მათ შორის სამუელ უმტიტი, მარტინ ბრეიტუეიტი და ნიკო გონსალესი. ხავის გუნდი ლა ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრას შაბათს, 13 აგვისტოს, ,,რაიო ვალეკანოს” წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები