Belive

ხავი, დენის სუარესი, დანი ალვეში, დე ბური...

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ახალი ექვსიანი ყავს. 19 წლის ფრანგი ამომავალი ვარსკვლავი ჟან-კლერ ტოდიბო "ბარსელონას" უკვე შეუერთდა. ცნობილი იყო, რომ "ტულუზას" ახალგაზრდა ცენტრალური მცველი "ბარსელონაში" მიმდინარე სეზონის ბოლოს, უფასოდ უნდა გადასულიყო. თუმცა ესპანელებმა ფრანგებთნ შეთანხმებას ნაადრევად მიაღწიეს და ტრანსფერი უკვე შედგა. ტოდიბო 6-ნომრიან მაისურს მოირგებს, რომლითაც ადრე  ხავი ერნანდესს, დანი ალვეშს, დენის სუარესს, რუბენ დელა პენიას, რონალდ დე ბურსა და სხვა ვარსკვლავებს უთამაშიათ. ახალგაზრდა ფეხბურთელი გუნდთან კონტრაქტს 2023 წლის ივლისამდე გააფორმებს. ოფიციალური პრეზენტაცია დღეს, პარასკევს, 1 თებერვალს, თბილისის დროით 14 საათსა და 30 წუთზე გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, რამდენს გადაუხდის "ბარსელონა" "ტულუზას". არაოფიციალური ინფორმაციით, 2-3 მილიონ ევროზეა საუბარი.

სხვა სტატიები