Belive

ხავი | გასაოცარია, პედრიმ ფენომენალური გოლი გაიტანა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ევროპა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში, "გალათასარაი" "ბარსელონას" დაუპირისპირდა. სტამბოლში გამართული მატჩი მასპინძელთა მარცხით 1:2 დასრულდა. ორი შეხვედრის ჯამში კატალონიურმა გრანდმა თურქული კლუბის ბარიერი გადალახა და ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე ასპარეზობას განაგრძობს. მატჩის 37-ე წუთზე, პედრიმ ფენომენალური სილამაზის გოლი გაიტანა. 19 წლის ნახევარმცველის გოლმა, გულშემატკივრებთან და საფეხბურთო მიმომხილველებთან ერთად, "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელის აღფრთოვანებაც დაიმსახურა. მატჩის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში ხავიმ აღნიშნა, რომ პედრიმ ამაღელვებელი სილამაზის გოლი გაიტანა.

პედრიმ გალათასარაის ულამაზესი გოლი გაუტანა | VIDEO

"პედრიმ ორი გასაოცარი დრიბლინგი შეასრულა და ბრწყინვალე გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 19 წლისაა მას ბევრი რამ შეუძლია. პრივილეგიაა გუნდში ასეთი ფეხბურთელის ყოფნა. გასაოცარი, ამაღელვებელი სილამაზის გოლი გაიტანა. პედრიმ ინდივიდუალური ოსტატობის შესანიშნავი დემონსტრირება მოახდინა", - აღნიშნა ხავიმ.

სხვა სტატიები