Belive

ხავი: "გვარდიოლას მხარდაჭერა სჭირდება, გუნდმა 3 ფეხბურთელი უნდა შეიძინოს"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელის, ხავის განცხადებით, "მანჩესტერ სიტიმ" გუნდის გასაძლიერებლად დამატებითი ინვესტიციები უნდა განახორციელოს, რაც პეპ გვარდიოლას, საბოლოოდ, დიდ გამარჯვებამდე მიიყვანს. ხავი, რომელიც "ბარსელონას" შემადგენლობაში სწორედ გვარდიოლას ხელმძღვანელობით თამაშობდა, ყოფილ მწვრთნელს ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვის შემდეგ სრულ მხარდაჭერას უცხადებს. 2019/20 წლების სეზონში "მანჩესტერ სიტიმ" მხოლოდ ინგლისის ლიგის თასი მოიგო: პრემიერ ლიგის გამარჯვებული ბრწყინვალედ მოთამაშე "ლივერპული" გახდა, FA თასი "არსენალმა" მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე კი "სიტიმ", სრულიად მოულოდნელად," "ლიონთან" მარცხი განიცადა.
"სიტის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, რადგან გუნდს ევროპის მთავარი ტიტული არასოდეს მოუგია. გუნდში ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ, თუმცა პეპს გაძლიერება სჭირდება. ჩემი აზრით, თუკი გუნდს 3 გამორჩეულად კარგი ფეხბურთელი შეემატება, პეპი მთავარ მიზანს აუცილებლად მიაღწევს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გამორჩეული ფეხბურთელები ასაკში შედიან, რაც გვარდიოლასთვის დამატებით სირთულეს წარმოადგენს. "ცოტა ხნის წინ, სიტის ღირსებას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, ვენსან კომპანი იცავდა. გუნდი დატოვა დავიდ სილვამ, აგუერო კი უკვე 32 წლის არის. გვაქვს კი იმისი გარანტია, რომ აგუერო სეზონში 30-ზე მეტი გოლის გატანას ისევ შეძლებს?" - განაცხადა ხავიმ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში, "სიტიმ" ჰოლანდიელი მცველი, ნათან აკე (ბორნმუთი, €45.30 მლნ.), 20 წლის ესპანელი გარემარბი ფერან ტორესი (ვალენსია, €23 მლნ.) და 18 წლის იან კოუტო (კორიტიბა, €6 მლნ.) შეიძინა.  

სხვა სტატიები