Belive

ხავი კარიერას ასრულებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი, ხავიერ ერნანდესი მიმდინარე სეზონის შემდეგ, საფეხბურთო კარიერას ასრულებს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა, Mundo Deportivo ავრცელებს. 39 წლის ნახევარმცველი, რომელიც ამჯამად ყატარული "ალ სადის" ღირსებას იცავს, ფეხბურთში დარჩენასა და მწვრთნელობას აპირებს. "როგორც ფეხბურთელისთვის, ეს ჩემი ბოლო სეზონია, მაგრამ ახლა მაინტერსებს, თუ რას მიმზადებს მომავალი, როგორც მწვრთნელს. მომწონს, როდესაც ვხედავ, რომ გუნდები შემტევი ფეხბურთის დაბრუნებას ცდილობენ. ფეხბურთის, რომელიც ჩვენს ბავშვობაში ძალიან გვიყვარდა. კიდევ ერთი წელი დამრჩა და UEFA-ს PRO კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიას ავიღებ. ამის შემდეგ, შემეძლება, რომ ევროპის დიდ კლუბებს ვუხელმძღვანელო," - თქვა ხავიმ.

სხვა სტატიები