Belive

ხავი ლევანდოვსკიზე: ,,როცა საუბარი ფეხბურთელის გაფორმებაზეა, მისი ასაკი არ მაინტერესებს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, კატალონიურ გუნდში რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა:
,,როცა საუბარი ფეხბურთელის გაფორმებაზეა, მისი ასაკი არ მაინტერესებს. დანი ალვეში ჩვენთან 38 წლის ასაკში დაბრუნდა. ასაკის მატებასთან ერთად ფეხბურთელები უფრო დიდი პროფესიონალები ხდებიან. მაგალითისთვის შემიძლია დანი ალვეში, ლეო მესი, ლუკა მოდრიჩი, კრიშტიანუ რონალდუ და ზლატან იბრაჰიმოვიჩი დავასახელო,'' - განაცხადა ხავიმ.
გუშინ ,,ბაიერნის'' დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა, განაცხადა, რომ ლევანდოვსკი ,,რეკორდმაისტერთან'' კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. მოგვიანებით ინფორმაცია თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა. რამდენიმე დღის წინ, გერმანულ მედიაში დაიწერა, რომ მიუნხენელები 33 წლის თავდამსხმელის გაყიდვას არ გამორიცხავენ და მის სანაცვლოდ მინიმუმ 40 მილიონი ევროს მიღებას გეგმავენ. გასული სეზონი ლევანდოვსკიმ 50 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით დაასრულა.

სხვა სტატიები