Belive

ხავი მარტინესი ბაიერნს ემშვიდობება | ესპანელი ბუნდესლიგაში "საუკეთესოდ" დარჩება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
32 წლის ესპანელი ნახევარმცველი ხავი მარტინესი მიუნხენის "ბაიერნს" ემშვიდობება. ფეხბურთელმა კლუბის რიგებში 9 წელი გაატარა, რა დროშიც უამრავ ტიტულს მოუყარა თავი, მათ შორის გამოსარჩევია 2 ჩემპიონთა ლიგის თასი.
"დასამახსოვრებელი და წარმატებული 9 წლის შემდეგ, დადგა დრო, როცა უნდა დაგემშვიდობოთ" "დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გუნდის თითოეულ წარმომადგენელს ყოველი წამისათვის - ყოველთვის ვიამაყებ ჩემი გუნდით და ამ გუნდის ხელმძღვანელობით. Mia san mia!", - წერს სოციალურ ქსელში ხავი მარტინესი.
საყურადღებოა, რომ ხავი მარტინესი ბუნდესლიგის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდა იმ მხრივ, რომ ჩატარებული შეხვედრების 82% გამარჯვებით დაასრულა. ესპანელ ნახევარმცველს "რეკორმაისტერის" რიგებში 266 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც 14 გოლის გატანასთან ერთად, 11 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

სხვა სტატიები