Belive

ხავი: ,,მეგონა, რომ ლევანდოვსკის გოლს თამაშგარის გამო არ ჩათვლიდნენ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, ,,ვალენსიასთან'' მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ლევანდოვსკი აქ იმისთვისაა, რომ სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ შეცვალოს. დინამიკის გამო, რომლითაც ჩვენ ვთამაშობთ, იმ მომენტში გავიფიქრე, რომ გოლს თამაშგარის გამო არ ჩაგვითვლიდნენ. შეიძლებოდა, მატჩი ფრედ დამთავრებულიყო და ეს დრამა იქნებოდა.

,,ბარსელონა'' მოგებას იმსახურებდა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდმა ძალიან მოუმატა. ლიდერობისთვის ვიბრძვით და გვინდა ,,რეალზე'' ზეწოლა გავაგრძელოთ,'' - ხავის სიტყვებს Marca ციტირებს.

ლა ლიგის მე-12 ტურში ,,ბარსელონამ'' ,,ვალენსიას'' სტუმრად 1:0 მოუგო. მატჩის ერთადერთი გოლი 93-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა.

12 ტურის შემდეგ, ხავის გუნდი 31 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. 31 ქულა აქვს მეორეადგილოსან ,,რეალსაც'', რომელიც მე-12 ტურის მატჩს დღეს ჩაატარებს.

სხვა სტატიები