Belive

ხავი: ,,ნებისმიერ ფასად მოგება არ მსურს, მიზანი კარგი თამაშით გამარჯვებაა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, მადრიდის ,,რეალთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,რეალის წინააღმდეგ თამაში მომწონს. მინდოდა, რომ ასეთ მატჩებში მონაწილეობა ფეხბურთელის ამპლუაში გამეგრძელებინა. იგივეს ვიტყოდი ,,ინტერთან'' შეხვედრაზეც. მსგავს თამაშებში გინდა, რომ საკუთარი დონე წარმოაჩინო.

მოტივაცია უდიდესია, ჩვენთვის ეს არის შესაძლებლობა, ჩემპიონატში ნაბიჯი წინ გადავდგათ. ნებისმიერ ფასად მოგება არ მსურს, მიზანი კარგი თამაშით გამარჯვებაა - ინიციატივა ჩვენგან უნდა მოდიოდეს. თუმცა, ხალხი შედეგზეა ორიენტირებული და ეს ბუნებრივია,'' - ხავის სიტყვებს Marca ციტირებს.

ლა ლიგის მე-9 ტურში მადრიდის ,,რეალი” კატალონიის ,,ბარსელონას” უმასპინძლებს. მატჩი დღეს, 18:15 საათზეა, ჩანიშნული.

8 ტურის შემდეგ, ,,ბარსელონა” 22 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, 22 ქულა აქვს მეორეადგილოსან ,,რეალსაც”.

სხვა სტატიები