Belive

ხავი: ,,პედრი და გავი იმაზე უკეთესები არიან, ვიდრე მე და ინიესტა ვიყავით 20 წლის ასაკში''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, კატალონიური გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ისაუბრა:

,,პედრი და გავი იმაზე უკეთესები არიან, ვიდრე მე და ინიესტა ვიყავით 20 წლის ასაკში. ისინი უფრო მაღალ დონეზე არიან და უკვე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

რაც შეეხება ანსუ ფატის, მას სეზონის მეორე ნახევარში უფრო მეტი ფუნქცია ექნება. დარჩენილ ექვს თვეში მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული,'' - ხავის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.

ლა ლიგის 14 ტურის შემდეგ, ,,ბარსელონა'' 37 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,რეალს'' 2 ქულით უსწრებს.

ხავის გუნდი მომავალ შეხვედრას 31 დეკემბერს, ,,ესპანიოლის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები