Belive

ხავიერ ძანეტი: ვფიქრობ, რომ ლაუტარო ინტერში დარჩება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლაუტარო მარტინეზი საოცარ პროგრესს გვთავაზობს. მისით არაერთ გრანდი ინტერესდება. ყველაზე დიდ ინტერესს კი "ბარსელონა" იჩენს. კატალონიელებს ძალიან სურთ ლაუტაროს ხილვა, რადგან ლუის სუარესი ასაკშია და არავინ იცის ტრავმის შემდეგ როგორ ფორმაში დაბრუნდება. მას კი სრულფასოვანი შემცვლელი არ ჰყავს. ამასთან დაკავშირებით, ინტერის ყოფილმა კაპიტანმა და ლეგენდამ, მცირე კომენტარი გააკეთა: "მე ვხედავ, რომ ლაუტარო "ინტერში" ბედნიერია. იგი მთლიანად შესისხლხორცებულია კლუბთან. მე მისი მჯერა და ვფიქრობ რომ "ნერაძურიში" მას უდიდესი მომავალი აქვს." შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფეხბურთელი, "ინტერში" 2018 წლიდან გამოდის და დღემდე მას 66 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც გულშემატკივარს 25 გოლით დაამახსოვრა თავი.

სხვა სტატიები