ხავიერ ერნანდესის ემოციური მიმართვა მანჩესტერის ფანებს

104
ნახვა

შაბათს “მანჩესტერ იუნაიტედმა” შინ “ვესტ ჰემი” 2:1 დაამარცხა და აქტივში უმნიშვნელოვანესი ქულები ჩაიწერა.

შეხვედრის 74-ე წუთზე, სტუმართა ამჟამინდელი და “იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი, ხავიერ ერნანდესი შეცვალეს. “ოლდ ტრაფორდზე” შეკრებილმა გულშემატკივარმა მექსიკელი სტადიონიდან ოვაციებით გააცილა.

აღნიშნული ჟესტით გახარებულმა ჩიჩარიტომ მატჩის შემდეგ, ემოციები ვერ დამალა.

“ძალიან რთულია, რომ გადმოვცე ის ემოციები, რასაც ახლა ვგრძნობ. 

მანჩესტერი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ყოველთვის დიდი კლუბი იქნება. მარტივი არაა იმის დამსახურება, რომ “ოლდ ტრაფორდზე” დაბრუნებისას ფანებმა ასე ემოციურად გაგაცილონ.

“იუნაიტედს” ვუსურვებ, რომ პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება კვლავ შეძლონ. ეს დღე კი მე არასდროს დამავიწყდება,” – თქვა ხავიერ ერნანდესმა.

(104)

ხავიერ ერნანდესის ემოციური მიმართვა მანჩესტერის ფანებს

სტატიის ავტორი
-