ხავიერ პასტორე ლა ლიგის გუნდში გადავიდა

არგენტინელი ნახევარმცველი, ხავიერ პასტორე ,,ელჩეში” 2022 წლის ივნისამდე ითამაშებს. ინფორმაციას ესპანური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

32 წლის ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ ,,რომა” დატოვა და ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

გასულ სეზონში პასტორემ რომაული გუნდის მაისურით სულ 5 შეხვედრა ჩაატარა. ნახევარმცველმა სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა.

ლა ლიგის ახალი სეზონის 3 ტურის შემდეგ, ,,ელჩე” 2 ქულით ცხრილის მე-15 პოზიციაზეა.


ხავიერ პასტორე ლა ლიგის გუნდში გადავიდა

სტატიის ავტორი
-