Belive

ხავიმ 48-გუნდიანი მსოფლიო ჩემპიონატი გააკრიტიკა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც იცით, FIFA-ს წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 32-დან 48-მდე გაიზრდება. ასე რომ, ყატარის 2022 წლის მუნდიალისთვის, რომელიც სტარტს სავარაუდოდ, 21 ნოემბრიდან, 22 დეკემბრამდე აიღებს, დიდი ცვლილებები იგეგმება. ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა ხავიმ აღნიშნული გადაწყვეტილება არ მოიწონა. "წარმოიდგინეთ, 48 ნაკრები ტურნირზე. ეს ძალიან, ძალიან ბევრია. ორგანიზატორები ყატარში 32 გუნდისთვის ემზადებიან, ასეთი ცვლილება კი მათ ხელს შეუშლის. ამასთან ერთად, ნაკრებების რაოდენობის გაზრდა ფეხბურთისთვისაც ცუდი იქნება," - თქვა ხავიმ.  

სხვა სტატიები