Belive

ხავიმ დაასახელა ბარსელონას ორი ფეხბურთელი, რომელიც მის გეგმებში არ შედის

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ბარსელონას'' ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, დიდი ალბათობით, ფილიპე კოუტინიო და ლუკ დე იონგი დატოვებენ. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს. წყაროს ცნობით, კატალონიური გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხავის, გეგმებში არცერთი მათგანი არ შედის. კოუტინიო ,,ბარსელონაში'' 2018 წლის იანვარში ,,ლივერპულიდან'' გადავიდა. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ,,ბლაუგრანას'' მაისურით ჩატარებულ 16 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ლუკ დე იონგს, 31 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე კატალონიელთა შემადგენლობაში გამართულ 12 მატჩში 1 გოლია. ,,ბარსელონამ'' ნიდერლანდელი ,,სევილიადან'' სეზონის ბოლომდე ინათხოვრა.

სხვა სტატიები