Belive

ხავიმ განაცხადა, რომ ბარსელონა ზამთარში ტრანსფერებს არ გეგმავს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, შესაძლო ტრანსფერების შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა:

,,ჩვენ კვლავ ფინანსურ ფეარ-პლეიზე ვართ დამოკიდებულნი. ბელერინს მეტი სათამაშო დრო სურს და მისი მესმის. მის პროფესიონალიზმს ვაფასებ.

რაც შეეხება ამრაბატს, ვერ ვისაუბრებ ფეხბურთელზე, რომელიც ჩვენს გუნდში არ თამაშობს. ის კარგი მოთამაშეა, მეტს ვერაფერს ვიტყვი.

იქნება თუ არა ტრანსფერები? ამ მომენტისთვის არა! ბელერინის წასვლის გარდა (ესპანელი ლისაბონის ,,სპორტინგში'' ითამაშებს), სხვა სიახლე არ არის,'' - ხავის სიტყვებს As-ი ციტირებს.

ლა ლიგის 18 ტურის შემდეგ, ,,ბარსელონას'' 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. ხავის გუნდი მეორეადგილოსან ,,რეალს'' 5 ქულით უსწრებს.

კატალონიელები მომავალ შეხვედრას ხუთშაბათს, 2 თებერვალს, ,,ბეტისის'' წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები