Belive

ხავიმ ლა ლიგის რეკორდი დაამყარა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მე-7 ტურში ,,ბარსელონა'' ,,მალიორკას'' ესტუმრა და 1:0 დაამარცხა.

შედეგად, ხავის ხელმძღვანელობით ესპანეთის ჩეპიონატის სტუმრად ჩატარებულ მატჩებში კატალონიური გუნდის წაუგებელი სერია 18 თამაშამდე გაიზარდა (13 მოგება, 5 ფრე), რაც ლა ლიგის რეკორდია.

ხავიმ ზინედინ ზიდანის რეკორდი გააუმჯობესა - 2016 წელს ,,რეალს'' სტუმრად 17-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.

,,კმაყოფილი ვარ, ყველაფერი კარგად მიდის. იმედი მაქვს, რომ ტიტულის მოპოვებას შევძლებთ. გუნდი რთულ გასვლით შეხვედრებს იგებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვართ,'' - განაცხადა ხავიმ.

ხავის ხელმძღვანელობით ,,ბარსელონას'' წაუგებელი სერია 2021 წლის 28 ნოემბერს ,,ვილიარეალთან'' მოგებით დაიწყო.

კატალონიური გუნდი ლა ლიგაში მომავალ გასვლით მატჩს 16 ოქტომბერს, ,,რეალის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები