Belive

ხავიმ მესის შესახებ ემოციური კომენტარი გააკეთა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ხავიმ ყოფილი თანაგუნდელის, ლეო მესის შესახებ ემოციური კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ესპანელი ნახევარმცველი ბოლო 4 წელია ყატარულ "ალ სადში" თამაშობს. "ლეო ყოველდღიურად უკეთესი ფეხბურთელი ხდება და ვფიქრობ, რომ ის არათუ ამ მომენტში, არამედ, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. რასაც მესი მოედანზე აკეთებს, უბრალოდ, წარმოუდგენელია. არგენტინელის მიერ ჩატარებულ თითოეულ მატჩში განსხვავება იგრძნობა.  ლეოსთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობდი. ის მსოფლიოში საუკეთესოა!" - განუცხადა ხავიმ ყატარულ პრესას.  

სხვა სტატიები