Belive

ხავიმ მიმდინარე სეზონში ბარსელონას მთავარი მიზანი დაასახელა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, მიმდინარე სეზონში კატალონიური გუნდის მიზნებზე ისაუბრა:
,,ბაიერნთან მატჩის შემდეგ, გუნდი უკეთესი გახდა. ახლა ფეხბურთელებს უკეთ ესმით, რას ვითხოვ მათგან. იმედი მაქვს, ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში რეალს დავამარცხებთ და ფინალში გავალთ, თუმცა, ახლა მხოლოდ გრანადასთან შეხვედრაზე ვფიქრობთ. მინდა, რომ შემადგენლობაში მოსახვედრად კონკურენცია იყოს, მაგრამ არჩევნის გასაკეთებლად ბევრი შესაძლებლობა არ მაქვს. ფეხბურთელები გუნდს თანდათან უბრუნდებიან. გრანადასთან მატჩი უმნიშვნელოვანესია, ვეცდებით მოვიპოვოთ 3 ქულა, რათა მივაღწიოთ მთავარ მიზანს - ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრას,'' - ხავის სიტყვებს Marca ციტირებს.
ლა ლიგის მე-20 ტურში ,,ბარსელონა'' ,,გრანადას'' ესტუმრება, მატჩი დღეს, 21:30 საათზეა ჩანიშნული. რაც შეეხება ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალურ შეხვედრას, კატალონიელები ,,რეალს'' 12 იანვარს დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები