Belive

"ხელიდან დიდი შესაძლებლობა გავუშვით",- კუმანი კადისთან ფრის შემდეგ

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლალიგის 24-ე ტურში კატალონიის "ბარსელონამ" "კადისს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. "ბარსელონა" 32-ე წუთზე ლეო მესის მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით დაწინაურდა, "კადისმა" თამაშის გადარჩენა მატჩის მიწურულს 89-ე წუთზე შეძლო. მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა "კადისთან" დაკარგული 2 ქულის გამო იმედგაცრუება ვერ დამალა.
" გულდასაწყვეტია, ხელიდან დიდი შესაძლებლობა გავუშვით, მას შემდეგ, რაც "ატლეტიკო" დამარცხდა, ჩამორჩენის შემცირება შეგვეძლო. ეს დიდი იმედგაცრუებაა, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე "პარი სენ-ჟერმენთან" მატჩის შემდეგ ვიყავი. ქულების დაკარგვის უფლება არ გვქონდა". " არ მიყვარს მოთამაშეების ინდივიდუალურად დადანაშაულება, შეტევაში დასახული ამოცანა ვერ შევასრულეთ, დაცვაშიც სხვანაირად უნდა ვთამაშობდეთ". " პრობლემა ის იყო, რომ ანგარიშში სხვაობა მინიმალური იყო და "კადისს" ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ანგარიში გაეთანაბრებინა, ასე მოხდა კიდეც". " ბოლო წუთებში ჩვენ მათ ანგარიშის გათანაბრების შანსი დავუტოვეთ. თუ მეორე გოლს არ გაიტან და თამაშს არ მოკლავ, მეტოქემ ყოველთვის შეიძლება გაგითანაბროს". " ჩვენ უნდა გავაანალიზოთ მიზეზბი, რის გამოც მატჩი ვერ მოვიგეთ, ასეთ შეხვედრებში ყოველთვის გამარჯვება გვამრთებს".
ლალიგის მიმდინარე სეზონში "ბარსელონამ" 23 ჩატარებულ შეხვედრაში 47 ქულის მოპოვება შეძლო და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება. კატალონიელები ლიდერ "ატლეტიკოს" 8 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სიმეონეს გუნდს მატჩით ნაკლები აქვს გამართული.

სხვა სტატიები