Belive

ხელსახოცი, რომელიც მესიმ გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე გამოიყენა მილიონ დოლარად იყიდება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სავაჭრო პლატფორმაზე (Mercado Libre) იყიდება ხელსახოცი, რომელიც ლეო მესიმ ,,ბარსელონასთან'' გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე გამოიყენა - პროდუქტის ღირებულება 1 მილიონი დოლარია. ანონიმური გამყიდველი წერს, რომ ხელსახოცზე ფეხბურთელის ცრემლებია შემორჩენილი და ბიომასალები, შესაძლოა, მომავალში არგენტინელის კლონირებისთვის გამოდგეს.

5 აგვისტოს ,,ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ კატალონიელები ლეოს ახალ კონტრაქტს ლა ლიგაში არსებული შეზღუდვების გამო ვერ უფორმებდნენ. მესი ,,პარი სენ ჟერმენს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. არგენტინელი ხელფასის სახით სეზონში 35 მილიონ ევროს მიიღებს.

სხვა სტატიები