Belive

ხერარ პიკე ესპანური კლუბის შეძენას აპირებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი, ხერარ პიკე ესპანურ კლუბს შეიძენს. "ლა ლიგა 2"-ის გუნდის შეძენა, ხერარ პიკემ კლუბის ფინანსური პრობლემების გამო გადაწყვიტა. "რეუს დეპორტიუ" კატალონიური გუნდია და პრობლემების გამო ფეხბურთელებს უკვე თვეების ხელფასი არ აუღიათ. "ლა ლიგა 2"-ში კი "რეუსი" ბოლო ადგილზეა. "რეუსის" გენერალური დირექტორი ჟოან ოლივერია, რომელიც "ბარსელონაში", ჟოან ლაპორტას პრეზიდენტობის დროს, მაღალ თანამდებობაზე მშაობდა. როგორც ოლივერმა განაცხადა, კლუბი მოლაპარაკებებს ახლო აღმოსავლეთთან და ჩინეთთან აწარმოებს. 5 დეკემბრამდე კლუბმა ვალი უნდა გადაიხადოს, რომელიც 5,3 მილიონ ევროს შეადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას გარე ადმინისტრირება ემუქრება. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის და რა ფასად შეიძენს პიკე "რეუს დეპორტიუს".

სხვა სტატიები