Belive

ხერდან შაჩირი: რონალდო ჩემი იდეალია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლივერპულის შემტევმა ნახევარმცველმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ლუიზ ნაზარიო დე ლიმა რონალდო მისი იდეალია და ბავშვობაშ ცდილობდა მისთვის მიებაძა. "რონალდო იყო ჩემი იდეალი. 2002 წელს ზუსტად ისე შევიჭერი თმა, როგორც მას ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატის დროს. ჩემი კლასელები შოკში იყვნენ, მაგრამ მე ის ძალიან მიყვარდა და ვამაყობდი." "როდესაც ბრაზილია 1998 წელს საფრანგეთთან დამარცხდა მე ვიტირე. ბავშვობიდან რონალდოს და ბრაზილიის ნაკრებს ვგულშემატკივრობ და ეს მარცხი ჩემთვის მტკივნეული იყო." შეგახსენებთ, რომ ახლა შაჩირი თვითიზოლაციაშია და მოუთმენლად ელოდება სეზონის განახლებას, რათა "ლივერპულთან" ერთად ჩემპიონობა მოიპოვოს.

სხვა სტატიები