ხესე: “მეგონა, რეალში მეგობრები მყავდა, მაგრამ ვცდებოდი”

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელის, ხესე როდრიგესის განცხადებით, მას პარიზული გუნდის დატოვება სურს. “ფეხბურთის თამაში მომენატრა, სათამაშო დრო არ მეძლევა და პარიზის დატოვება რაც შეიძლება სწრაფად მსურს. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის გამოცვლას ვაპირებ და ვფიქრობ რომ ძალიან კარგ ფორმაში ვიმყოფები,” განაცხადა ხესემ.

ესპანელმა შემტევმა “რეალში” გატარებული პერიოდიც გაიხსენა: ერთ დროს ვფიქრობდი, რომ მადრიდში მეგობრები მყავდა, მაგრამ ვცდებოდი. ისინი მესიჯებზეც არ მპასუხობენ და საერთოდ არ ადარდებთ ჩემი მდგომარეობა,” აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ხესე როდრიგესი ერთ დროს “რეალის” ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა. გარკვეული დროის განმავლობაში, მას “რეალში” საკმაოდ დიდი სათამაშო დრო ეძლეოდა და 1 გოლი “ელ კლასიკოშიც” აქვს გატანილი.

25 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი ამჟამად 5 მილიონ ევროს შეადგენს.

(3393)

ხესე: “მეგონა, რეალში მეგობრები მყავდა, მაგრამ ვცდებოდი”

სტატიის ავტორი
-