Belive

ხესე როდრიგესის კურიოზული მიღწევა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის "ლიგა 1" კორონავირუსის გამო გაუქმდა და ჩემპიონობა "პსჟ-ს" გადაეცა. პარიზელები მე-2 ადგილზე მყოფ "მარსელს" 12 ქულით უსწრებდნენ და ამიტომ ყველანაირი კითხვა თუ ვინ გახდებოდა ჩემპიონი, მოხსნილი იყო. ხესე როდრიგესი პარიზულმა გიგანტმა ლისაბონის "სპორტინგში" გაანათხოვრა, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა ესპანელმა ფეხბურთელმა "პსჟ-ს" რიგებში 1 თამაშის ჩატარება მოასწრო "მეცის" წინააღმდეგ, სადაც მან მინდორზე 1 წუთი დაჰყო. წესების მიხედვით საჩემპიონო მედალი გადაეცემა ყველა იმ ფეხბურთელს, რომელმაც კონკრეტულ სეზონში, გუნდის შემადგენლობაში 1 შეხვედრაში მაინც მიიღო მონაწილეობა. აქედან გამომდინარე მედალი "რეალის" ყოფილ ფეხბურთელსაც გადაეცა და იგი სრულფასონი საფრანგეთის ჩემპიონია.

სხვა სტატიები