Belive

ხეტაფე ბარსელონასთან თამაშისთვის სახელს შეიცვლის

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მე-6 ტურის მატჩში "ხეტაფე" "ბარსელონას" დაუპირისპირდება. მადრიდელები კატალონიელებთან შეხვედრამდე სახელს შეიცვლიან და მოედანზე ისინი Fe C.F-ის სახელწოდებით წარსდგებიან. როგორც ცნობილია, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, კლუბის ხელმძღვანელებს სურთ, რომ ფანებს მხარდაჭერა გამოუცხადონ, ესპანურად კი სიტყვა Fe რწმენას ნიშნავს.

 "რწმენა არის ერთადერთი რამ, რასაც ადამიანები ვერ დაკარგავენ," - განაცხადა "ხეტაფეს" გენერალურმა მენეჯერმა კლემენტე ვილავერდემ.

FE C.F-ის ახალი ლოგო: 

Getafe-Escudo-Modificado
"ბარსელონასთან" თამაშის შემდეგ ესპანელები ძველ სახელსა და ლოგოს დაუბრუნდებიან.

სხვა სტატიები