Belive

ხეტაფესთან მატჩში გიორგი მამარდაშვილმა საუკეთესო შეფასება დაიმსახურა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის 2020/21 წლების სეზონის გახსნით შეხვედრაში "ვალენსიამ" "მესტალიაზე" "ხეტაფეს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში 20-წლიანი პაუზის შემდეგ, ესპანეთის რანგით უმაღლეს დივიზიონში, ქართველმა ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. გიორგი მამარდაშვილი ამ კუთხით გიორგი დემეტრაძის შემდეგ პირველი ქართველი, ხოლო მის თანამემამულეებს შორის ისტორიაში მეოთხე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება მიიღო. მოედანზე გატარებულ 90 წუთში გიორგი მამარდაშვილმა მეტოქის დარტყმული ბურთი ოთხჯერ მოიგერია, გოლი არ გაუშვა და "ღამურებთან" ერთად პირველი სამი ქულაც მოიპოვა, რა შედეგითაც, მისი გუნდი, ბუნებრივია, რომ ამ მომენტში პირველ ადგილზე იმყოფება.

20 წლის ქართველი გოლკიპერი წამყვანმა ევროპულმა სტატისტიკურმა გამოცემებმა, მათ შორის Whoscored-მა და Sofasocre-მა ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო, 8.1 ქულით შეაფასეს, მისი დეტალური სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:

ნათამაშები დრო: 90 წუთი მოგერიება: 4 მოგერიება საჯარიმოს შიგნით: 3 ბურთთან შეხება: 28 პასის სიზუსტე: 14/22 (64%) გრძელი გადაცემა: 11/19 მოგებული ორთაბრძოლა: 1/1 საგოლე ეპიზოდის მოგერიება: 1/1

სხვა სტატიები