Belive

ხმების 89%-ით - კვარაცხელია რუბინის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზედიზედ მეორედ ხვიჩა კვარაცხელია "რუბინის" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 20 წლის ქართველი ტალანტი ყაზანური კლუბის გულშემატკივარმა გამოარჩია. ხვიჩა 2020/21 წლების საუკეთესოდ ხმების 89%-ით დასახელდა.
"სიტყვების გარეშე - კვარა სეზონის საუკეთესოა," - წერს ყაზანელთა ოფიციალური გვერდი.
კვარაცხელია დღეს ყაზანში, "რუბინის" მიერ ჩატარებულ კორპორატიულ წვეულებაზე დააჯილდოეს. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ბევრ გამორჩეულ ევროპულ კლუბს დაუკავშირეს. დიდია იმის ალბათობა, რომ ახალგაზრდა ქართველმა ვინგერმა ზაფხულში გუნდი შეიცვალოს.  

სხვა სტატიები