Belive

ხოაკინ კაპაროსი: "ფინალში წაგება საქართველოს ვერ შეცვლის, რთული მატჩი გველოდება"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრებთან გასამართი შეხვედრის წინ, სომხეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა "დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. "ვიცი, რომ სომეხი გულშემატკივრების ნაწილი საქართველოს ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხით გახარებული იყო, მაგრამ ნაწილი თქვენც გგულშემატკივრობდათ. ამ შედეგმა თქვენი ნაკრების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ალბათ უარყოფითი გავლენა მოახდინა, მაგრამ  საქართველოს ეს ვერ შეცვლის, თქვენ ძალიან ძლიერი გუნდი გყავთ და ვფიქრობ რთული მატჩი იქნება.  მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ უმნიშვნელოვანესი მატჩი წააგო, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი მეტოქე გატყდება და ხვალ სათანადო წინააღმდეგობას ვერ გაგვიწევს. ვინაიდან, ეროვნული გუნდის მაისურის მორგება ყოველთვის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, შესაბამისად საქართველოსთან ძნელი მატჩის მოლოდინი უნდა გვქონდეს. საქართველოს ძლიერი მხარე გუნდური თამაშია.  მაკედონიასთან შეხვედრაზე ჯერჯერობით არ ვფიქრობთ. ჩვენი ხუთივე გრძნობა მხოლოდ საქართველოსთან მატჩზეა მიმართული.  მხითარიანი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი  მოთამაშეა, მაგრამ ფაქტია, რომ ის ვერ დაგვეხმარება და ახლა წუწუნს აზრი აღარ აქვს. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენი გულშემატკივრის ოცნებების გამოტანას და მათი პრინციპების დაცვას შეეცდებიან", - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა. საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების მატჩი 15 ოქტომბერს, “დინამო არენაზე” გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები