Belive

ხოაკინ კაპაროსი: "ეს შესანიშნავი გამარჯვებაა, საქართველო უძლიერესი გუნდია"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეხუთე ტურის შეხვედრაში, საქართველოსთან გამარჯვების შემდეგ, სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა "დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში ქართველი და სომეხი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. "პირველ რიგში, მინდა ჩემს ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო. მათ ამ მატჩში უდიდესი შრომა ჩადეს, ეტყობოდათ, რომ სიამაყით თამაშობდნენ და საბოლოოდ შესანიშნავი შედეგი მივიღეთ. საქართველოს ნაკრები უძლიერესი გუნდია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ერთად შეთამაშებული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. აქედან პირდაპირ კვიპროსზე მივემგზავრებით. რასაკვირველია ვიცით, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან რთული შეხვედრა გველის, თუმცა ჩემს ბოლო ინტერვიუში ვთქვი, რომ ამ ჯგუფში თანაბარი სიძლიერის გუნდები ვიყავით და ჩანს კიდეც, რომ ერთმანეთს გაწონასწორებული ძალით ვეთამაშებით. ზუსტად ისეთივე იმედები, ძალები და ენერგია გვაქვს შენახული ბოლო მატჩისთვის, როგორიც საქართველოსთან მატჩამდე გვქონდა მობილიზებული", - თქვა გამოცდილმა ესპანელმა სპეციალისტმა. ჯგუფის ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 18 ნოემბერს, "დინამო არენაზე", ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები