Belive

ხორხე სამპაოლი: "ოქროს ბურთს ყოველ წელს მესი უნდა იგებდეს..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"სევილიას" მოქმედმა და არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა - ხორხე სამპაოლიმ, ოქროს ბურთის დაჯილდოების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ბენზემას ვულოცავ ნანატრი ოქროს ბურთის მოგებას, მან ეს ამ სეზონში ნამდვილად დაიმსახურა.

თუმცა ბევრად სამართლიანი იქნებოდა, რომ ყოველ წელს ოქროს ბურთს მესი იგებდეს, რადგან იგი უკვე ძალიან ბევრი წელია ყოველწამიერად ამტკიცებს, რომ ყველას მინიმუმ 3-4-ჯერ აღემატება“.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ხორხე სამპაოლის საჯაროდ აქვს აღიარებული, რომ მისი "სუსტი წერტილი" მის საქმიანობაში - ლეო მესია. როდესაც იგი ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა, პრესკონფერენციაზე თქვა, რომ სამპაოლის ოცნება ახდა, რადგან მუშაობა მესისთან მოუწევდა.

სხვა სტატიები