Belive

ხორვატი მცველი ხვიჩაზე: "ბრაზილიელი რომ იყოს, რეალში იქნებოდა"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"რუბინის" მცველმა და კაპიტანმა ფილიპ ურემოვიჩმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ხორვატი ფეხბურთელის აზრით, 19 წლის ტალანტისთვის მთავარ პრობლემას პასპორტი წარმოადგენს.
"ხვიჩა დიდი ტალანტი და კარგი მოთამაშეა, რომელიც მალე ძლიერ ევროპულ კლუბში ითამაშებს. მას აქვს სისწრაფე, დრიბლინგი, პასი, დარტყმა, მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ესმის ფეხბურთი. არიან ფეხბურთელები, რომლებსაც აქვთ ეს უნარები, თუმცა ისინი ვერ გრძნობენ და არ აქვთ სათამაშო ინტელექტი. ხვიჩას კი ეს აქვს, რაც ღვთისგან ბოძებული საჩუქარია. როდესაც ხვიჩა პირველად ვნახე, ყაზანში ამხანაგური მატჩი გვქონდა, მაშინვე ვთქვი, რომ მაღალი დონის ფეხბურთელი და ტალანტი იყო. თუმცა, არ ვიცოდი ვინ იყო ეს ქართველი. ზოგადად, ხვიჩა რომ ბრაზილიელი ან ესპანელი იყოს, ახლა "რეალში" ან "ბაიერნში" ნათამაშები ექნებოდა. ქართული პასპორტი მისთვის პრობლემაა. ყველაფრის მიუხედავად, აქ მოქალაქეობას აკვირდებიან. აგენტს, სკაუტს თუ პრეზიდენტს ევროპაში, ყველას ურჩევნია ესპანელი და არგენტინელი ქართველს, ხორვატს ან რუსს. ეს თანამედროვე რეალობაა, თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ხვიჩა წარმატებას მიაღწევს და ევროპაში მაგარი კარიერა ექნება," - თქვა ურემოვიჩმა.

სხვა სტატიები