Belive

ხორვატიაში "სლავენის" ფეხბურთელებმა ამხანაგური მატჩი ყურის დამცავი საცობებით ითამაშეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"სლავენის" მოთამაშეები ხორვატიის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის გუნდთან "სესვეტესთან" ამხანაგურ შეხვედრაში მოედანზე სათამაშოდ ყურის დამცავი საცობებით გამოვიდნენ. იდეა გუნდის მთავარ მწვრთნელს ტომისლავ სტიპიჩს ეკუთვნოდა. თუმცა, ექსპერიმენტი წარუმატებელი გამოდგა, მისმა გუნდმა 4 გოლი გაუშვა და "სესვეტესთან" მატჩში დამარცხდა. ხორვატიის ჩემპიონატში მოასპარეზე "სლავენმა" ამხანაგური შეხვედრა მეორე დივიზიონის გუნდ "სესვეტესთან წააგო. მარცხის მიზეზი შესაძლოა ფეხბურთელების მოედანზე ყურის დამცავი საცობებით გამოსვლა გახდა. უჩვეულო სიახლე "სლავენის" მთავრმა მწვრთნელმა ტომისლავ სტიპიჩმა შემოგვთავაზა. ის საკუთარი მოთამაშეებისგან კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და ავტომატიზმს მოითხოვს მოედანზე. მწვრთნელის აზრით, ყურის დამცავი საცობები ფეხბურთელებს პარტნიორის ადგილმდებარეობის უკეთ გაგებაში ეხმარება.
"ამ თამაშის მიზანია, რომ მოთამაშეებმა განავითარონ არავერბალური ურთიერთობის გრძნობის ორგანოები. გვინდა, რომ მათ დამოუკიდებლად ითამაშონ, ამიტომ უფრო რთული პირობები შევქმენით",- აცხადებს სტიპიჩი.
შეხვედრა საბოლოოდ "სესვეტეს" გამარჯვებით 2:4 დასრულდა. "სლავენის" მთავარმა მწვრთნელმა საინტერესო ექსპერიმენტი შემოგვთავაზა, მაგრამ შეხვედრის შედეგის მიხედვით ის ჯერჯერობით წარუმატებელი აღმოჩნდა.