Belive

ხორვატიის ნაკრები ბარსელონას ახალ ფორმას ხუმრობით გამოეხმაურა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონამ" 2019-20 წლების ფორმა წარადგინა, რომელიც ხორვატიის ნაკრების მაისურის სტილში არის გადაწყვეტილი. ხორვატიის ნაკრები "ბარსელონას" ახალ ფორმას ხუმრობით გამოეხმაურა. "კარგი ცდა იყო, მაგრამ წითელ და თეთრ კუბიკებს ვერ აჯობებთ".

ხორვატებს არც თავიანთი თანამემამულე, ივან რაკიტიჩი დავიწყებიათ, რომელიც "ბარსელონას" ღირსებას იცავს. "დარწმუნებულები ვართ, რომ ივან რაკიტიჩს ეს ფორმა ნამდვილად მოეწონება". "ბარსელონას" ისტორიაში კუბიკებიანი მაისური უპრეცენდენტოა. ეს მეორე სეზონი იქნება, როდესაც "ბლაუგრანას" ფორმაზე ვერტიკალური ლურჯი და წითელი ზოლები არ იქნება. აქამდე ერთადერთი გამონაკლისი 2015-16 წლების სეზონში იყო, როცა ზოლებს ჰორიზონტალური განლაგება ჰქონდა.

სხვა სტატიები