Belive

ხორვატიის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის ჩემპიონატი ახლოვდება. ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ სანაკრებო ტურნირისთვის გუნდები შემადგენლობებს აქვეყნებენ. ზლატკო დალიჩის გადაწყვეტილებით, ევრო 2020-ზე ხორვატიის განაცხადი ასეთი იქნება: მეკარეები – ლოვრე კალინიჩი (ჰაიდუკი), დომინიკ ლივაკოვიჩი (დინამო ზ), სიმონ სლუგა (ლუტონი, ინგლისი); მცველები – დომაგოი ვიდა (ბეშიქთაში, თურქეთი), დეიან ლოვრენი (ზენიტი, რუსეთი), შიმე ვრსალკო (ატლეტიკო, ესპანეთი), ბორნა ბარიშიჩი (რეინჯერსი, შოტლანდია), იოსიპ იურანოვიჩი (ლეგია, პოლონეთი), დუიე ცალეტა-ცარი (მარსელი, საფრანგეთი), დომაგოი ბრადარიჩი (ლილი, საფრანგეთი), მილე შკორიჩი (ოსიეკი), იოშკო გვარდიოლი (დინამო ზ);. ნახევარმცველები – ლუკა მოდრიჩი (რეალი, ესპანეთი), მატეო კოვაჩიჩი (ჩელსი, ინგლისი), ნიკოლა ვლაშიჩი (ცსკა, რუსეთი), მარსელო ბროზოვიჩი (ინტერი, იტალია), მილან ბადელი (ჯენოა, იტალია), მარიო პაშალიჩი (ატალანტა, იტალია), ლუკა ივანუშეცი (დინამო ზ), ივან პერიშიჩი (ინტერი, იტალია); ფორვარდები – ანდრეი კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი, გერმანია), ანტე რებიჩი (მილანი, იტალია), იოსიპ ბრეკალო (ვოლფსბურგი, გერმანია), ბრუნო პეტკოვიჩი (დინამო ზ), ანტე ბუდიმირი (ოსასუნა, ესპანეთი), მისლავ ორსიჩი (დინამო ზ). ხორვატიის ნაკრები ევრო 2020-ზე ჯგუფში ინგლისთან, ჩეხეთთან და შოტლანდიასთან ითამაშებს.

სხვა სტატიები