Belive

ხოსე ანტონიო რეიესის ბიძაშვილი ავარიის დეტალებს იხსენებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად გარდაცვლილი ხოსე ანტონიო რეიესის ბიძაშვილმა ავარიის დეტალები გაიხსენა. ხუან მანუელ კალდერონის თქმით, ავარიის მომენტში იგი რეიესის ავტომობილში იმყოფებოდა, რომელიც ძალიან მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა. "ინციდენტის დროს ფანჯრიდან ვიხედებოდი. ზუსტად არ მახსოვს რა გააკეთა ხოსემ. არ ვიცი, ძალიან მაღალი სიჩქარით მივქროდით, შეიძლება ითქვას, რომ მივფრინავდით", - აღნიშნა ხუან მანუელ კალდერონმა. შეგახსენებთ, ხოსე ანტონიო რეიესი და მისი ბიძაშვილი ჯონათან რეიესი ავარიის შედეგად გარდაიცვალნენ. ხუან მანუელ კალდერონმა კი დამწვრობის 60% მათი ავტომობილიდან გამოყვანის მცდელობის დროს მიიღო.

სხვა სტატიები