ხოჭოლავა ჩემპიონთა ლიგას ინტერთან უბრუნდება

დავით ხოჭოლავა მცირე ტრავმის შემდეგ “შახტარის” განაცხადს ჩემპიონთა ლიგაზე დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ქართველი მცველი საქართველოს ნაკრებში დაშავდა და მას შემდეგ უკრაინელთა რიგებში არ უთამაშია.

დონეცკელები ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელოვანეს მატჩს ხვალ, “ინტერთან” გამართავენ. გამარჯვების შემთხვევაში “შახტარი” ურთულესი ჯგუფიდან გასვლას მოახერხებს.

როგორც მოგეხსენებათ, ხოჭოლავა უკრაინელთა მიერ ჩატარებულ პირველ 3 ტურში სასტარტო შემადგენლობაში იყო.

ხოჭოლავა ჩემპიონთა ლიგას ინტერთან უბრუნდება 1

(554)

ხოჭოლავა ჩემპიონთა ლიგას ინტერთან უბრუნდება

სტატიის ავტორი
-