Belive

ხოჭოლავა ინტერთან მატჩის ძირითად შემადგენლობაშია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს ევროპა ლიგის ბოლო ნახევარფინალური დაპირისპირება "ინტერსა" და "შახტარს" შორის გაიმართება. დონეცკელთა სასტარტო შემადგენლობაშია დავით ხოჭოლავა. 27 წლის ქართველი მცველი ლუკაკუ-მარტინესის დუეტის შეჩერებას შეეცდება. შეგახსენებთ, რომ 1/8 ფინალურ მატჩში "ვოლფსბურგთან" ხოჭოლავამ წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მეოთხედფინალში "ბაზელთან" თამაში გამოტოვა. "ინტერსა" და "შახტარს" შორის შეხვედრა თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები