Belive

ხოჭოლავა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი მცველი გახდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო სააგენტო Transfermarkt-მა ფეხბურთელთა საბაზრო ფასები ამჯერად უკრაინის ჩემპიონატში გაანახლა - ცვლილება შეეხო "შახტარისა" და საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველ, დავით ხოჭოლავასაც. 27 წლის ცენტრალური მცველის სატრანსფერო ღირებულება დღეს 500 000 ევროთი გაიზარდა და ახლა ის 3,5 მილიონ ევროს შეადგენს. ამ მაჩვენებლით ხოჭოლავამ სოლომონ კვირკველიას გადაუსწრო და ის ყველაზე ძვირადშეფასებული ქართველი მცველი გახდა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის სეზონში დავითი "რეალის" წინააღმდეგ პირველ მოგებულ მატჩსა და "ინტერთან" ორივე ნულოვანი ფრის დროს დამაჯერებლად გამოიყურებოდა. გარდა ამისა, ქართველმა ფეხბურთელმა დონეცკელებთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგძლივა.

სხვა სტატიები