Belive

ხოჭოლავა შახტარს დაუბრუნდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დონეცკის "შახტარი" ჩემპიონთა ლიგაზე მე-3 ტურის მატჩისთვის ემზადება. გუნდმა "მიუნხენგლადბახთან" მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა. "შახტარის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დავით ხოჭოლავა კვლავ დონეცკელებთან ერთად ვარჯიშობს და მომდევნო თამაშისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მცველმა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშისას, "ინტერთან" მიკროტრავმა მიიღო და მოედანი 62-ე წუთზე დატოვა. შედეგად, ხოჭოლავას უკრაინის ჩემპიონატის 1 ტურის გამოტოვება მოუწია.

ასევე იხილეთ: ინტერვიუ დავით ხოჭოლავას პირველ მწვრთნელთან, გიორგი დევდარიანთან

სხვა სტატიები