Belive

ხოჭოლავამ შახტართან კონტრაქტი გაახანგძლივა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დავით ხოჭოლავას კარიერა უკრაინაში გრძელდება - ქართველმა ფეხბურთელმა "შახტართან" ახალი კონტრაქტი გააფორმა. როგორც ცნობილია, გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა დონეცკურ კლუბთან ხელშეკრულება 2025 წლის ივნისამდე გაახანგძლივა. შეგახსენებთ, რომ ხოჭოლავა "შახტარს" 2017/18 წლების სეზონის დაწყებამდე შეუერთდა. ამ დროის განმავლობაში საქართველოს ნაკრების წევრმა 79 მატჩში მიიღო მონაწილეობა. დავითმა მიმდინარე სეზონში უკრაინული კლუბის რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე დასამახსოვრებელი მატჩები ჩაატარა. "რეალის" წინააღმდეგ მოგებულ პირველ მატჩში (2:3) ხოჭოლავა სასტარტო შემადგენლობაში იყო, "ინტერთან" ორივე შეხვედრაშიც (0:0; 0:0) ქართველს თამაში მოუწია.

სხვა სტატიები