Belive

დაცვის ლიდერი - ხოჭოლავას სტატისტიკა რეალის წინააღმდეგ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში სენსაცია დაფიქსირდა. "რეალ მადრიდი" შინ "შახტართან" 2:3 დამარცხდა. უკრაინელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა დავით ხოჭოლავამ. ქართველ მცველს ზიდანის გუნდის წინააღმდეგ უშეცდომო თამაში ჰქონდა. SofaScore-ის მიხედვით, ხოჭოლავა 6.6 ქულით შეფასდა. დავითმა 38 გადაცემა 90.5%-იანი სიზუსტით გააკეთა, ხოლო "რეალის" შეტევების დროს ბურთი 10-ჯერ მოიგერია. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 3-დან 3 საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, ბურთი ერთხელ ჩაჭრა და მადრიდელთა 1 დარტყმა დაბლოკა.

სხვა სტატიები