Belive

ხუან კუადრადო: "ჩვენ მოსაგებად გამოვედით, ნაპოლი კი მხოლოდ თავს იცავდა"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ იტალიის თასის ფინალში, "ნაოპოლისთან", პენალტების სერიაში მარცხის (0:0, 2:4) შემდეგ, მეტოქე გუნდის სათამაშო სტილი გააკრიტიკა.
"ჩვენ მოედანზე მატჩის მოსაგებად შევედით, მეტოქე კი 11 კაცით თავის დაცვას ცდილობდა. ძნელი იყო მოედანზე თავისუფალი ადგილის პოვნა. ახლა მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ მოუთმენლად ველოდოთ სერია A-ს და ჩემპიონთა ლიგის განახლებას, სადაც წარმატებას უნდა მივაღწიოთ. ცხადია, ეს დღე მწარე მოგონებად დაგვამახსოვრდება, რადგან ჩვენ ყოველთვის ტიტულების მოგება გვსურს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ შესანიშნავი გუნდი ვართ და საკუთარი თავის რწმენა უნდა შევინარჩუნოთ. კრიშტიანუ რონალდუ თამაშის ხარისხით და შედეგით უკმაყოფილო იყო. პენალტების სერია ყოველთვის ლატარიაა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ყველა დაშვებულ შეცდომაზე, რადგან პროფესიონალები ვართ", - თქვა 32 წლის კოლუმბიელმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, ამ სეზონში კუადრადოს ანგარიშზე 34 შეხვედრაში 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები