ტუხელი “პსჟ-ს” 2018 წლის ივნისიდან წვრთნის – გერმანელმა პარიზული გრანდის ხელმძღვანელის პოსტზე უნაი ემერი ჩაანაცვლა. 47 წლის სპეციალისტმა საფრანგეთში ტრიპლეტის მოგება შეძლო და ამასთან, ისტორიაში პირველად, “პსჟ” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.
“პარი სენ-ჟერმენი” მწვრთნელის გარეშეა – “სტრასბურგთან” მოგებული თამაშის შემდეგ (4:0), ტომაშ ტუხელი პოსტიდან მოულოდნელად გაათავისუფლეს. იმავე დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის შემცვლელად გუნდი მაურისიო პოჩეტინოს განიხილავს.
ამასთან დაკავშირებით, არგენტინის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ხუან პაბლო სორინმა კომენტარი გააკეთა: “იმედი მაქვს, რომ პოჩეტინო პსჟ-ს მწვრთნელი გახდება. მას კოლექტიურად მუშაობის სტილი, ინდივიდუალიზმი და მოთამაშეებთან ადამიანური დამოკიდებულება ახასიათებს. პსჟ ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა”, – აღნიშნა სორინმა.
როგორც ცნობილია, ტუხელი ლიგა 1-ში წარუმატებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს – სასტარტო 17 მატჩში, პარიზელები 4-ჯერ დამარცხდნენ და ამ მომენტისთვის, “ლილსა” და “ლიონს” 1 ქულით ჩამორჩებიან.