Belive

ხულენ ლოპეტეგი: "მარცხზე პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიაში ანგარიშით 5:1 განადგურების შემდეგ მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელმა, ხულენ ლოპეტეგმა განცხადება გააკეთა. "რამდენიმე შანსი გვქონდა, თუმცა კამპ ნოუზე გამარჯვება ძალიან რთულია. შანსების გამოყენების ნაცვლად, ჩვენს კარში 3 გოლი მივიღეთ. ცხადია, დამარცხება უპირველეს ყოვლისა მწვრთნელის დამსახურებაა, თუმცა გუნდი ერთად იმარჯვებს და ერთად მარცხდება," განაცხადა მან. ევროპაში რამდენიმეწლიანი დომინირების შემდეგ, მადრიდულ გუნდს კრიზისი დაეწყო. ზინედინ ზიდანის ჩანაცვლება ესპანელმა სპეციალისტმა ვერ შეძლო. დასავლურ სპორტულ მედიაში მუდმივად იწერებოდა, რომ "კამპ ნოუზე" დამარცხების შემდეგ ლოპეტეგს გუნდის დატოვება მოუწევდა. სავარაუდოა, რომ გამანადგურებელი ანგარიშით მარცხს ფლორენტინო პერესი ლოპეტეგს არ აპატიებს. მადრიდელების სავარაუდო მწვრთნელი ანტონიო კონტე გახდება, თუმცა კონტესთან ერთად არსებობს კიდევ რამდენიმე სპეციალისტი, რომელიც "რეალის" ხელმძღვანელი შეიძლება გახდეს.

სხვა სტატიები